გიორგი გახარია გერმანიაში სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს შეხვდა

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი გერმანიაში სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ფილიპ ფინკს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსთან “ევროპული სოციალ-დემოკრატიული სოლიდარობის გაღრმავებასა” და ქართველების ევროპულ მიზანსწრაფვაზე ისაუბრეს.

გახარია ამბობს, რომ ასევე განიხილეს პარტიებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.

“შევხვდი გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ფილიპ ფინკს, რათა განგვეხილა საქართველოსთან ევროპული სოციალ-დემოკრატიული სოლიდარობის გაღრმავება და ასევე ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გერმანიის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასა და “საქართველოსთვის” შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ევროპელი სოციალისტების პარტიაში ჩვენი [პარტიის] წინსვლაზე”, – წერს გახარია.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი ბაჩიაშვილზე – მეამაყება, რომ შევძელით, ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია – მზად ვარ, თუ პროკურატურას ექნება შეკითხვები, მივიდე და გავცე პასუხები – მისგან კიდევ ბევრ ზღაპარს მოისმენთ
შემდეგი სტატიაALDE-ის პრეზიდენტი: აღშფოთებული ვარ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით