გიორგი გახარია – გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ

დღეს 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა 8. ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს ციფრები, რაც ვნახე იზრდება, უკვე 9 მილიონზე მეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს უნდა შევინარჩუნოთ.

„რეალურად ვირუსის გავრცელების ტემპი არ კლებულობს, ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში პირიქით იზრდება და აქ ჩვენ, გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის, რომ როგორც ყოველთვის ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით