გიორგი გახარია – გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, ყველას ემახსოვრება, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და ეკონომიკურ კრიზისს

გაივლის დრო და არავის არ ემახსოვრება ის, რასაც ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, ყველას ემახსოვრება, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და ეკონომიკურ კრიზისს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდგომ.

„ასე გეტყვით, გულწრფელად აბსოლუტურად, მერწმუნეთ, რომ ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი, ასე ვთქვათ მიმდინარე და ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ეპიდემიასთან გამკლავება და ეკონომიკური კრიზისთან გამკლავება.

მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის არ ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, უფრო მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა უარი შესვლაზე. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და როგორ გაუმკლავდება ეკონომიკურ კრიზისს.

დღის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში, რა თქმა უნდა, ეს ორი საკითხი დგას ზედა, პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდგომ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია