გიორგი გახარია გაეროს რეზოლუციაზე – კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა მიღებული რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული.

გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანა-ინიციატორი ჰყავს.

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება!

მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 47 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგაერო-ს რეზოლუციის მიღებით, სახელმწიფოებმა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს