
„FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე. საქართველო დგას გზაჯვარედინზე – დემოკრატია, თუ გაღრმავებული ავტორიტარიზმი. დისკუსიაზე ხაზი გაესვა ევროპის უსაფრთხოების რისკებს, თუკი საქართველო კიდევ უფრო მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ“,- აცხადებს გიორგი გახარია.

















