გიორგი გახარია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე – საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 2, 2020 13:30

გიორგი გახარია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე – საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება

ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თითოეული მოქალაქის მიღწევაა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით.

„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ იქნა მიღებული, საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით. ეს ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევაა. ეს არის იმ საერთო ერთობლივი შრომის შედეგი, რომელიც ჩვენ, ბოლო 5 თვის განმავლობაშ, ყველამ ერთად გავიარეთ. საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვის, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ, სულ 15 ქვეყანაა მოგეხსენებათ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ გონივრულად და ამ შესაძლებლობის გამოყენების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ ვირუსის უკონტროლო გავრცელება რისკის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას უმოკლეს ვადაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე.

„ამიტომ, ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე და ეს მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს უნდა იყოს ძალიან გონივრული. ამიტომ, ბატონო დავით, თქვენ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ეფექტურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 2, 2020 13:30