გიორგი გახარია – ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 1, 2020 23:28

გიორგი გახარია – ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე

მნიშვნელოვანი

  • გიორგი გახარია - ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე

სხვა სტატიები

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ძირითადი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯებია მაღალი რანგის პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და სწრაფი, ეფექტური და დროული მენეჯმენტი.

„ეს არის ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი, რომლითაც ბოლო 3 თვეა ვმოქმედებთ და ამ გზით გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით გვყავს 117 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული პირი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიყოთ მშვიდად და თვითკმაყოფილი. აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არც ერთ მთავრობას, საქართველოზე უფრო ძლიერ სისტემურ ქვეყნებშიც, გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ არ გაერთიანდება, ყველა, სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, თითოეული მოქალაქე. გამოწვევა ბევრი ყოფილა, ამასაც დავაღწევთ თავს, მთავარია რის ფასად და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიპოვოთ ბალანსი. უპირველესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რა ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. უკვე შევდივართ სწრაფი გავრცელების ეტაპზე და აქ ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, ამიტომ გადავდგით იძულებითი ნაბიჯები ე.წ კომენდანტის საათიდან დაწყებული და დავაწესეთ საკმაოდ მძიმე შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას. მთავარი შედეგი იქნება ის, კრიზისიდან გამოსვლის პირველივე დღეს, როდესაც სამყარო შეიგრძნობს, რომ ეს ბრძოლა გადალახულია, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკები, აღიდგინონ ის პოზიციები, რომლებიც ჰქონდათ ამ კრიზისში შესვლამდე, საქართველოს შემთხვევაში საუბარია 2020 წლის დასაწყისის ეკონომიკურ პოზიციებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 1, 2020 23:28

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics