გიორგი გახარია: ეს არის ის ამორალური კამპანია, რომელსაც ოცნება საარჩევნოდ ატარებს

“ეს არის ის ამორალური კამპანია, რომელსაც ოცნება საარჩევნოდ ატარებს” – ასე აფასებს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია თბილისში გაკრულ ძალადობრივი ხასიათის ბანერებს, რომელზეც ყოფილი პრემიერმინისტრიც არის გამოსახული.

“ეს უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი, თან მერე რაღაცა პოზების დაჭერა, რომ – აი, მე რა შუაში ვარ, ეს ვიღაცამ გააკეთა. აი, მაგარი არიფები არიან რა, როგორი არიფები არიან, იცით? ისეთი არიფები არიან, ასეთ რაღაცას აკეთებენ და მერე გამოვლენ, მეც არ მომწონსო. ამორალობის ეს დონე არის ფსკერი” – ამბობს გახარია.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – “არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!”. ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, “გამოხატვის უფლება ყველას აქვს”. მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს.

წინა სტატიაში„ივანიშვილის რეჟიმი ამ ცილისწამების, სიბინძურის ჭაობში დარჩენას გვიქადის, ხოლო ჩვენ ამას არჩევნებზე მისვლითა და მათი დამარცხებით უნდა ვუპასუხოთ.“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: დადასტურებული ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა და ახლაც აქვს ფარულ მიყურადებას, თვალთვალს, აუდიოჩანაწერებს, ვიდეოგადაღებას და სატელეფონო მოსმენებს