გიორგი გახარია : „ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების ბიუჯეტი“

„ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების ბიუჯეტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის გახსნისას განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტი განიხილეს.

პრემიერის თქმით, ბიუჯეტი ითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს, კერძოდ იმ ჯგუფების, რომლებზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული: „პირველ რიგში ესენი არიან ბავშვები, ასევე არიან ჩვენი პენსიონერები ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს.“

გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებზე და ჯარისკაცებზე.

„სწორედ ამიტომ, ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ატაროს.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი იზრდება 70 მილიონი ლარით, გვექნება საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ
შემდეგი სტატია2020 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის იქნება მიმართული