გიორგი გახარია – „ ერთი მსახიობის თეატრი ღიმილის მომგვრელია – თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში, ბატონ ოქუაშვილს მოუწევს გადახდა“

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, ზაზა ოქუაშვილის
განცხადებებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ის, მის მიერ დადგმული
სპექტაკლებით ბიუჯეტში დავალიანების გადახდას თავიდან ვერ აირიდებს.
„რა თქმა უნდა ეს ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია
ბიუჯეტში ბატონ ოქუაშვილს მოუწევს გადახდა.
ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ
გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამ
პერიოდში დააგროვა ამხელა ვალი ბიუჯეტის წინაშე და კიდევ ერთხელ,
ხაზგასმით ვიტყვი, რომ მე პირადად, ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს
ყველგან. ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც.“ – განაცხადა გიორგი
გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმე გავცემ პასუხს კითხვებზე ყველგან, თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც, ხოლო ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში
შემდეგი სტატია„ომეგა ჯგუფის“ მიმართ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, 11-ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება