გიორგი გახარია : ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში

ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება.

„ეს არის ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ, როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის პირველი რეაქცია კრიზისზე. ეს იყო ჩვენი განათლების სისტემის ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელეს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პანდემიის შემდგომ გლობალური კონკურენცია იქნება გაცილებით მძაფრი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში.

„ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია – გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, იმისთვის, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა უნდა იყოს წარმატებით დასრულებული, – განაცხადა გორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას საერთაშორისო დონეზე ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება, მადლობას ვუხდი ევროპელ პარტნიორებს
შემდეგი სტატიამოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასებში, სტუდენტები კი შემდეგ კურსებზე ეს ჩვენი სფეროს დიდი დამსახურებაა – მიხეილ ჩხენკელი