6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

გიორგი გახარია: ეპოქა დასრულდა, რომელიც შექმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა

“ყველა ჩვენგანისთვის მძიმე დღეა… ერთი ეპოქა დასრულდა, რომელიც შექმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომლის სულიერი ძალა და სიბრძნე მრავალი წლის განმავლობაში იყო ნუგეში და იმედი უამრავი ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ ჩვენს ხალხს და ეკლესიას, სრულიად ქრისტიანულ სამყაროს”-წერს გახარია – საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. ის კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა.

ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: ილია II იყო ადამიანი, რომლის ირგვლივაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთიანდებოდა
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია: ის იყო ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა ქართველი ერი