გიორგი გახარია – ეფექტურად მომუშავე უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრს ღრმა, სისტემური ანალიზის საშუალებით, მიეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს
შეხვდა. შეხვედრაზე უსაფრთხოების სექტორში არსებული გამოწვევები და
რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს ეფექტიანი საქმიანობის მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ, დისკუსიის მონაწილეებთან, ეროვნულ უსაფრთხოებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე ექსპერტული წრეების ჩართულობისა და მათთან
თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე
შეთანხმდნენ.

“ჩვენ ვთვლით, რომ ანალიტიკური, სისტემურ ანალიზის ნაწილში ექსპერტების
დახმარება გვჭირდება. ჩვენ ვეცდებით, რომ უსაფრთხოების საბჭოს აპარატი იყოს
სრულად აპოლიტიკური და პროფესიულად მაღალი დონის ექსპერტებით წარმოდგენილი,
იყოს ამ კომუნიკაციის დაწყებისთვის ყველაზე კარგი ფორმატი. ჩვენ ამ
კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ვთვლით, რომ ქვეყანაში
ეფექტურად მომუშავე უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის
სათათბირო ორგანო და პრემიერ-მინისტრს მიეხმარება გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში, ღრმა სისტემური ანალიზის საშუალებით, არის კრიტიკულად
მნიშვნელოვანი. ჩვენ ადეკვატურად ვაფასებთ იმ საფრთხეებს, რომელშიც
ქვეყანას უწევს ყოველდღიური ცხოვრება და ამ პროცესში ჩართული იქნებიან
როგორც ექსპერტები, ასევე ახალგაზრდა ექსპერტები, ასევე ჩვენი სტრატეგიული
პარტნიორები.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშივაზილ ჰუდაკი – ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის რეგიონში საქართველო მთავარი პარტნიორია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე – მიეცემა პასუხისგებაში“