გიორგი გახარია – ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია აუმუშავებელი რესურსები, რომელიც სახელმწიფოს აქვს – მიწა და წიაღი

region
ავტ.: region დეკემბერი 26, 2020 11:29

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური განვითარებისა აუმუშავებელი რესურსები, რომელიც სახელმწიფოს აქვს მიწა და წიაღი. ორი ძირითადი კომპონენტია – როგორც ვმართოთ ეს სფერო ინტეგრირებულად, ისე რომ საბიუჯეტო შემოსავლებიც იყოს შესაბამისი, მაგრამ ბიზნესის განვითარების ნაწილშიც შეფერხებები არ იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისივე თქმით, დღეს ძირითადი პრობლემა არის ის, რომ წიაღის რესურსის დიდი ნაწილი უბრალოდ უმოქმედოდ არის გაჩერებული სხვადასხვა მიზეზების გამო.

„დღეს ძირითადი პრობლემა არის ის, რომ წიაღის რესურსის დიდი ნაწილი უბრალოდ უმოქმედოდ არის გაჩერებული სხვადასხვა მიზეზების გამო. ზოგჯერ არაეფექტური მფლობელის გამო, ზოგჯერ სხვადასხვა სასამართლო დავების გამო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რისი ამოქმედებაც შესაძლებელია, სწრაფად იყოს ამოქმედებული და სახელმწიფო საკუთრებაში რაც არსებობს, ამის გასხვისება რომ მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩარჩო-კანონმდებლობა როგორც იქნა აქ წესრიგშია მოყვანილი და პრაქტიკულ დონეზე დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის სამინისტრო, ისევე როგორც მაკონტროლებელი ფუნქციით სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამ პრობლემებს მოაგვარებენ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 26, 2020 11:29