გიორგი გახარია ძველით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 14, 2019 11:41

გიორგი გახარია ძველით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ოკუპირებული ხაზის გასწვრივ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული გზებისა და გადასასვლელების კონტროლს ახდენენ.

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 14, 2019 11:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics