გიორგი გახარია: ძალადობრივი მოქმედებები და დანაშაულები, რომლებიც იყო საარჩევნო პერიოდში , ყველა შემთხვევაზე, შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ იყო დაწყებული გამოძიება

გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს პასუხოს, მათ
შორის საარჩევნო პერიოდში ინციდენტების შესახებ.
,,მესმის ყველაფერი, როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო პერიოდში ინციდენტების
შესახებ, მაგრამ ასევე , უნდა გავითვალისწინოთ სხვა და სხვა სახელმწიფო
ინსტიტუტების კომპეტენცია. სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ ნაწილზე,
რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას შეეხება და რა თქმა
უნდა, შემიძლია აბსოლუტურად პირდაპირ გითხრათ, რომ ძალადობრივი მოქმედებები
და დანაშაულები, რომლებიც იყო საარჩევნო პერიოდში , ყველა შემთხვევაზე,
შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ იყო დაწყებული გამოძიება. სისხლის
სამართლის დევნა არის დაწყებული 26 პირზე და სამწუხაროდ, ამ ხალხის დიდი
ნაწილი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი. რეალურად, როდესაც ჩვენ
ვსაუბრობთ რაღაც შერჩევითობაზე, მე ახლა ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ
საარჩევნო კონტექსტზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალადობრივ დანაშაულზე. აქ
უბრალოდ საფუძველი არ არის. ან უნდა გვითხრათ კონკრეტული შემთხვევები და
კონკრეტულად მიგვითითოთ, შეიძლება რაღაცა გამოგვეპარა და აქაც ვერ ვხედავთ
ჩვენ დიდ პრობლემას, მიგვიღია ეს კრიტიკა ერთხელ და ორჯერ, კიდევ ერთხელ
მივიღებთ , წავალთ, გადავამოწმებთ ოღონდ ისე არა, რომ თურმე ეს ყოფილა 1
წლის უკან ჩაწერილი რაღაც საუბარი 2 პერსონას შორის და ეს ახლა აქ განსჯის
საგანი ვერ გახდება. ‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, დეტალურად ისაუბრა ახალქალაქის ინციდენტზეც.
,,ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშრებით, რომელიც მართლაც მძიმე იყო
მოგეხსენებათ რომ , სისხლის სამართლის დევნა არის დაწყებული 5 ადამიანზე და
ეს პროცესი გრძელდება. დიახ, იქ იყო პროვოცირების კომპონენტი ,თუმცა ის
ორი ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით მსჯავრდებული და შესაბამისად ეს
საქმე სულ მალე დასრულდება.
რაც შეეხება ტელევიზიაში გაშვებული კადრებს , როდესაც საარჩევნო პროცესის
უხეში დარღვევა იყო ნაჩვენები და იქ უბრალოდ ჩაყრის ფაქტები იყო, მეც და
თქვენც კარგად ვიცით, რომ ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას ამ თემასთან
დაკავშირებით ისევე როგროც, რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა
პროკურატურას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე თუ
არ არის აღძრული, უახლოეს დღეებში საქმე აღიძრება და გამოძიება დაიწყება.“-
განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები სათანადოდ არ ჩატარდა
შემდეგი სტატია,,ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი”