გიორგი გახარია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრონ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართვას, რომ არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია მოუწოდებს დიპლომატებს, „ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი, ერთად დავიცვათ არჩევნები, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტრუმენტი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის“.

„განსაკუთრებით მივმართავ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებს. დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ არჩევნები და ხმა მოჰპარეს, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით უნდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის შესაძლებლობა არ მიეცეს. მეორეს მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, დღევანდელ ხელისუფლებას ჩვენი საპროტესტო ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და, შესაბამისად, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა: რუსეთი მზადაა, უკრაინასთან ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო ინიციატივა განიხილოს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან