გიორგი გახარია – დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონალურ ცვლილებებს და განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა

დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონალურ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

პრემიერის განცხადებით, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„აქ ხაზგასმით იყო აღნიშნული ის მნიშვნელობა, რაც მომავლისთვის ექნება იმ რეგიონალურ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით. აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დიპლომატიას მადლობა უნდა გადავუხადოთ. საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, რამეთუ მოგეხსენებათ, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – 4-წლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის განსახორციელებლად – შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში
შემდეგი სტატიაჩვენ გვაქვს ერთპარტიული, დიქტატურის სტილის პარლამენტი, რომელიც ნამდვილად არ არის არც ევროპული და არც პროგრესზე და მომავალზე ორიენტირებული – კაპანაძე