გიორგი გახარია: დიახ, ვიქნები!

„დიახ, ვიქნები”, – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

პრემიერის თქმით, პირადად მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება, თუმცა პოსტის დატოვების თაობაზე ინფორმაცია იმდენჯერ გავრცელდა, რომ „ამაზე რეაქცია აღარ აქვს”. ამის შესახებ გახარიამ ქუთაისში იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული, მე მინდა თქვენ მადლობა გითხრათ რადგან იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს იმდენჯერ იყო ეს კითხვა დასმული. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის სად ვიქნები, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი თუ ფერმერი ვიქნები. მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. ახლა პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ გპასუხობთ რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმამა იარაღიდან ბავშვების შესაშინებლად ისროდა – ახალი დეტალები ვარკეთილის სპეცოპერაციიდან
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები იზოლაციაში მყოფ დევნილებს დაეხმარნენ