გიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდება.ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება. თუ ვინ შეუერთდება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი.

თუმცა, დღესვე გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე გახარიაზე – კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი და რაღაც აუცილებლად უნდა მოინანიოს კიდეც
შემდეგი სტატიაოქრუაშვილი – სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს, ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე