გიორგი გახარია – დღეს პარლამენტში ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა და ღირსეულად მოითმინა ეს ყველაფერი

დღეს პარლამენტში ყველაზე ღირსეულად იჯდა ზაზა სარალიძე და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მიმართა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრ ოპოზიციონერ დეპუტატებს და განაცხადა, რომ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

„მე გპირდებით ამას პირდაპირ იქიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისიის მუშაობა. მეორე, თქვენ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის იდეა სამწუხაროდ დააზიანეთ. იმედი მაქვს,პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ისე არ მოექცეთ, როგორც გააკეთეთ კომისიაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველს უარი უთხრა საქმეში „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ ჩართვაზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მოველოდი უფრო შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს