გიორგი გახარია : დღეს ოფიციალურად შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და პანდემია დამარცხებულია

დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და პანდემია დამარცხებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ჯერ არც ერთი ინფიცირების შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

„ინფიცირების შემთხვევა რეალურად ქვეყანაში დაფიქსირდა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ზუსტად დაახლოებით ორი თვის შემდგომ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე როგორც გლობალურად არ არის დამარცხებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ პანდემიის მიმართულებით ორ ფრონტზე, ორი მიმართულებით ბრძოლა მოუწევდა – ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე; ეკონომიკის აღორძინება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმართულებით მოგვიწევს ორ ფრონტზე ბრძოლა, ორი მიმართულებით ბრძოლა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის და რჩება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ ჩვენი ეკონომიკის აღორძინება, რასაც, ერთმნიშვნელოვნად, შეგვიძლია, დღეს ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული, სისტემური კოორდინირება ყველა მიმართულებით პანდემიის შეჩერებისა და პანდემისთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი პოლიტიკური მასკარადის სახით – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ახლა ვიბრძვით მეორე, ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით