გიორგი გახარია – დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი

„დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. ჩვენ ციფრებით პირდაპირ არ ვაფიშირებთ,რადგან იქ საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და პირდაპირი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან. ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება. რომლის პროცესი დღესაც არ არის დასრულებული და დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს დღეებში დაასრულებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისაბისა და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე, ნებისმეირ საქართველოს კუთხეში. მოქალაქეები, როგორიც ცხინვალის რეგიონიდან, ასევე ენგურის მეორე მხრიდან. ეს არის ჩვენი პოზიცია და გავაკეთებთ ყველანაირი სერვისის მობილიზებას, რომ ეს სხვაობა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი, დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი
შემდეგი სტატიამეუფე საბას კორონავირუსი არ დაუდასტურდა სამაგიეროდ კორონავირუსი ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას დაუდგინდა