გიორგი გახარია დაპირისპირებაზე – მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა, დილიდან დაიწყება მოქმედებები

როგორც თითოეული სამოქალაქო პირის, ასევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, იქნება პასუხისგებაში მიცემული,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც მან ველისციხეში დაპირისპირებისას დაშავებული 6 პოლიციელი მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„როგორც თოთოეული მოქალაქის, სამოქალაქო პირის, ისევე დაზარალებული პოლიციელის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა პირი, განურჩევლად მათი სტატუსისა, პოლიციელი იქნება ის, სამოქალაქო პირი, პარლამენტის წარმომადგენელი თუ პოლიტიკური პარტიის წევრი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. არავის აქვს უფლება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხელყოფის, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ ისინი. დღეს უკვე მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა და ხვალ დილიდან დაიწყება მოქმედებები“,- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალში“ დღეს დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად მივიდა
შემდეგი სტატიამაღაზია „სმაილი” გაქურდეს