გიორგი გახარია – დადგენილი სტანდარტით, ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ, მიუხედავად ამისა, გავიტესტე

არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, ეს არის მეტრზახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე, ასეთი მოცემულობა მე არ მქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში გურიაში გამართული ღონისძიების შემდეგ, სადაც რამდენიმე ადამიანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

„არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში – ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ. თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე გავიტესტე, როდესაც დავბრუნდი და საბედნიეროდ, უარყოფითი პასუხი მივიღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაზე : ვაცადოთ პოლიციას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ყველაფერს გავაკეთებთ, არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც იყოს უსაფრთხო