გიორგი გახარია: ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში გურჯაანის, დედოსფლისწყაროს, სიღნარისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონრულაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პანდემიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ელემენტარული წესები დაიცვან.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, პროცესი მართვადია.

„რაც უნდა რთული იყოს ეს გასაგებად, როგორც არ უნდა ცვლიდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ექიმები გვირჩევენ, ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში გვეზრდება, ჯერ ვმართავთ ამ პროცესს. მთავარია, ელემენტარული წესები დავიცვათ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამას დიდი პასუხისგებლობა აქვს. უბრალოდ უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო დავიცავთ დისციპლინას, წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც, პარალელურად არჩევნები უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს რამე კითხვის დასმის შესაძლებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არჩევნებზე არანაირი გართულება არ გვჭირდება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია მოაგვაროს ყველა პრობლემა