გიორგი გახარია : ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები

news
ავტ.: news ივლისი 16, 2020 11:47

გიორგი გახარია : ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები

ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით.

„დღეს აშკარაა, რომ ჩვენ ამ სტაბილიზაციისთვის, მთავრობა და სამინისტროები უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია. ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში მაჩვენებლები არის საკმაოდ პოზიტიური. საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ, ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის გასაღები ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აქტივობები საგრძნობლად არის გაზრდილი. პრემიერის განცხადებით, ბოლო თვის განმავლობაში უძრავი ქონების გაყიდვები რადიკალურად გაიზარდა.

„როგორც ხშირად ვამბობდით, ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვირუსის რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ.

რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამების გამოცხადების შემდეგ, აშკარად არის აქტივობები გაზრდილი, მაგალითად მშენებლობის მიმართულებით. უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი საკმაოდ პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

news
ავტ.: news ივლისი 16, 2020 11:47

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics