გიორგი გახარია : ჩვენს ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი ანალიზი

ჩვენ მიერ მიღებულ ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ სწორი ანალიზი იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, რომელიც ქვეყანაში არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა არის 593. დღეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვემატა ოთხი ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 223 და სამწუხაროდ გვყავს ცხრა გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე.

ჩვენს მიერ მიღებულ ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ სწორი ანალიზი იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, რომელიც ქვეყანაში არის და იმ მონაცემების, რომელსაც ყოველდღიურად გვაწვდიან პროფესიონალები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – იმედი გვაქვს, კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება
შემდეგი სტატიაკახეთში გამოკვლეული 102 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა