გიორგი გახარია: „ჩვენმა ამომრჩეველმა უარი უთხრა ორ რადიკალურ ძალას, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას ქმნიან და ქვეყანას აბრუნებენ წარსულში

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია საკუთარ ამომრჩეველს ვერავის მხარდაჭერისკენ ვერ მოუწოდებს ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას შორის.

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტიურად თქვა რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით და არ მივაყენებთ შეურაცხყოფას – ვუთხრათ რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი.“- ამბობს გახარია.

„მიზეზი არის ძალიან მარტივი – თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი – ეს პირდაპირ იმას მიანიშნებს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას და იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას ქმნის და ქვეყანას წარსულში აბრუნებს.“- განაცხადა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ აშკარად ერთპიროვნული მმართველობისკენ მიდრეკილი პარტიების მმართველობა