გიორგი გახარია – ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს

თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა, ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ეს არის დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა.

„უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია, ყველაფრის მიუხედავად, პატივი მივაგოთ ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ეს არის დღეს საქართველოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ, მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისენატორი რონ ჯონსონი – აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინაშე
შემდეგი სტატიადღეს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება