გიორგი გახარია – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან, თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედი პოლიტიკურ პარტიებთან არის დაკავშირებული.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ODIHR-ის დამკვირვებლების პირველად დასკვნაში ეს აქცენტები უკვე გაკეთებულია.

„ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. რაც მთავარია, რაც იყო ნათქვამი, მე როგორც მივხვდი და რაც მოვასწარი მენახა, ODIHR-ის დამკვირვებლების პირველად დასკვნაში ეს აქცენტები უკვე გაკეთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნები ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს