გიორგი გახარია : ჩვენი ფუნქცია რეგიონში, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით თანამშრომლობა აშშ-სთან იძენს უფრო მეტ დატვირთვას

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, კოოპერირება იყოს სულ უფრო ეფექტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, საქართველოს სპეციალური სამსახურების ქმედითუნარიანობა უაღრესად მაღალი ხარისხით არის შეფასებული.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში, ეს ფუნქცია, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და სიმშვიდე. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან იძენს უფრო მეტ დატვირთვასა და შინაარსს“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : სასურსათო-საკვები პროდუქციის სფეროში ბუნებრივი დანაკარგის ჩამოწერის პროცესი გამარტივდება