გიორგი გახარია: „ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და არცერთ ამ ორ ვითომ დაპირისპირებულ, ერთპიროვნული მართვისკენ მიდრეკილ ძალას – არ მივცეთ ძალაუფლების კონცენტრაციის შესაძლებლობა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ 2021 წლის წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და თვეების მანძილზე პარტიის მხარდამჭერებზე ხელისუფლების მიერ სისტემურად და ინსტრუმენტების ერთობლიობით განხორციელებულ ზეწოლაზე, დაშინებაზე და დევნაზეც ისაუბრა, მათ შორის სახელისუფლებო მედიის მხრიდან ცილისმწამებლურ კამპანიებზე, რომელიც მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის შეზღუდვას მიემართებოდა.

„რა მოხდა 2021 წლის არჩევნებზე და როგორი არის ჩვენი შეფასება: ბოლო 4 თვის განმავლობაში მმართველი პარტია სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით – მათ შორის, მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების გამოყენებით, სისტემურად, თანმიმდევრულად ღიად, ამომრჩევლების დაშინების მიზნით ზეწოლას ახდენდა ჩვენს მხარდამჭერებზე. ფორმები ძალიან ბევრი იყო – მაგალითად დაშინება, პირდაპირი ზეწოლა ოჯახის წევრებზე, ბინძური ბრალდებები, პროპაგანდისტული, ცილისმწამებლური კამპანიები, ასეთი პირდაპირი ღია ბლოკი ზოგიერთ ტელევიზიაზე და თავის მართლების უფლების წართმევაც კი. მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი იყო რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის შეზღუდვა“.- განაცხადა გიორგი გახარიამ.

არჩევნები გიორგი გახარიამ არასამართლიანად შეაფასა.

,,არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა კარუსელებს, ამიტომ:2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია!“- აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

„ამის მიუხედავად ამის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, – ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფოს წინსვლა, ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია და არ დავაყენებთ პარტიულ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ამიტომ, თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება განპირობებული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე!’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მუნიციპალური არჩევნების შემდგომ ვიმოქმედებთ შემდგომი პრინციპით – არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა. ამ ორ, ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალას, ორივეს აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მართვისკენ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და არცერთ მათგანს არ მივცეთ შესაძლებლობა მოახდინოს ძალაუფლების კონცენტრაცია – მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევქმენით მთავარი ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია დავიწყოთ ბრძოლა ქვეყანაში ორპარტიული, ერთმანეთთან დაპირისპირებული, რადიკალური პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს ერთად დავამთავროთ. “ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: მოდით ჩვენთან, გავერთიანდეთ, რომ ერთად ავაშენოთ სამართლიანი, ძლიერი თანამედროვე სახელმწიფო
შემდეგი სტატიაგახარია: არჩევნების წინა დღეს ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი