გიორგი გახარია – ჩვენ ზედმიწევნით შევასრულებთ პრემიერის მოწოდებას

ჩვენ ზედმიწევნით შევასრულებთ პრემიერის მოწოდებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, რომ „არავის მივცეთ საბაბი, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე”.

ამასთან, გახარიას განცხადებით, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს.

”უბრალოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეგვახსენა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით შევასრულებთ ამ მოწოდებას და როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქე, მივალთ და მივცემთ ხმას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მიმართა

”არჩევნებამდე ორი დღით ადრე მინდა მივმართო, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში, პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში, მთლიანად საზოგადოებას – ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ იყოს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც წარსულში ერქვა გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასეთი საქართველოს და ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, არ მისცენ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსი გამოყენების თაობაზე.

banner
წინა სტატიაში,,ქიმიის მასწავლებლის დასაცავად რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა მართული პროცესია”
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – ეთნიკურ უმცირესობებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უნდა გამარტივდეს