მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ყველაზე მკაფიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
გახარიას თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას.

















