გიორგი გახარია – ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით

ჩვენ, უახლოეს პერიოდში, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და ჩვენს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

„დღეს, საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ, უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ოპოზიციის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიაწილოსანი – თვითმმართველობის არჩევნებში „ქრთულ ოცნებას“ ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება