გიორგი გახარია – „ჩვენ სიმართლის არ გვეშინია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტში
დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს, რადგან ახლა მისი მთავარი ამოცანაა, რომ
ხალხმა დაინახოს რეალობა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ენა საზოგადოებასთან
ურთიერთობაში იყო სიმართლის ენა. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია. ჩვენი
მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა,
რა გამოწვევები გვაქვს ხვალ და რა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის
ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას გავაკეთებთ ბოლომდე, ამის არ
შეგვეშინდება. ყველა სხდომა რომელიც ამ დარბაზში ჩატარდება, ჩვენ წყნარად,
მშვიდად მოვალთ და ყოველთვის გავცემთ პასუხებს კითხვებს,“- განაცხადა
გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე, რას ქვია, ფული არ მქონდა
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მაკო გომურის საშვთან დაკავშირებით ინფორმაცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებისგან მიიღო