გიორგი გახარია : ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული

admin
ავტ.: admin მაისი 21, 2020 11:27

გიორგი გახარია : ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც შესაძლებელი გახდება, კორონავირუსის პრევენციისთვის შეზღუდვების ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდეს.

„ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს გამოწვევა, ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შემდგომი წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმაზე, როგორც დავიცავთ წესებს, ელემენტარულ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საგანგებო მდგომარეობის გარეშე, ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა ახლა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

admin
ავტ.: admin მაისი 21, 2020 11:27

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics