გიორგი გახარია : ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყანის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 19, 2020 13:13

გიორგი გახარია : ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყანის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს

ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყანის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, რაც ყველას უნდა ესმოდეს.

„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თახმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 პროცენტზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყანის ეკონომიკა უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორი დაჭერა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 19, 2020 13:13