გიორგი გახარია: ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 მაისის საგამოძიებო ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა. გიორგი გახარიამ ის მიზეზები ახსნა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკის ჩატარება დაგეგმა.
,,მე მჯერა რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში. თუმცა ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, როდესაც გარკვეული სოციუმი გიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება და ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება. როდესაც არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელობის არ ყოფილა რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ რომ მოგვეხმარეთ, ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მაშინ როდესაც, ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადმიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით ჩვეულებრივად ყველანაირი დაცვის გვერდის ავლით შედიან , გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში. როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადმიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ რომ ეს არის სისტემური პრობლემა. ‘’
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა. ,, ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ჩატარება, ორი კომპონენტი იყო, პირველი- აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს და მეორე , რა თქმა უდნა ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერცია ჩავატარეთ– განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიარეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში