გიორგი გახარია: ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა არის გუშინწინდელი დღე, ოცნებამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გუშინდელი დღე გახდა!

„ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის იყო ბოლო წლების განმავლობაში და როგორიც არის დღეს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და აგიხსნით, რატომ: ეს არის გუშინწინდელი დღე, „ოცნებამ“ დღეს გააკეთა ყველაფერი, რომ გუშინდელი დღე გახდა! – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიასთან გადაცემის „რეაქცია“ ეთერში.

გიორგი გახარიას თქმით, ამ პირობებში, მას აქვს ერთადერთი გზა, პირდაპირ მიმართოს მოქალაქეებს: „ეს არის ჩემი ოპოზიცია და როდესაც, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი გამოდის და ამბობს, რომ ეს საერთოდ გაურკვეველი პარტიაა, იდეოლოგიაც არ აქვს და ამას ჩემთან არავითარი კავშირი არა აქვსო, იქიდან სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ეს … სასწაულები ულაპარაკია მასაც, რა თქმა უნდა, მე ამ პირობებში მაქვს ერთადერთი გზა – პირდაპირ მივმართო ჩემს მოქალაქეებს, რასაც ვაკეთებ! – განაცხადა გიორგი გახარიამ

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძე სიცრუეში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაგახარია ივანიშვილზე: მქონდა კომუნიკაციის მცდელობა როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები რომლებიც ამას ვერ გაბედავდნენ – ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში.