12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გიორგი გახარია – ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან.
კერძოდ, გახარია ეხმაურება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელის იგორ კოჩიევის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „სოფელ უისტაში ქართული პოლიციის პოსტი გაუქმდება“.

“დღევანდელ IPRM-ის შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ჩორჩანას საგუშაგო – რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩაიდგა შემდგომი ოკუპაციის თავიდან ასარიდებლად – „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ იქნება აღებული. საგუშაგო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იცავდა ჩვენს მიწას უკანონო მიტაცებისგან და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მცოცავი ოკუპაციისგან. ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“გაეცალეთ ქართული ოცნების ბოროტებას! ნუ გარყვნით საკუთარ თავს და ქვეყანას!” – მსხახიობი კახა კინწურაშვილი
შემდეგი სტატიაბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა