გიორგი გახარია, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ორდღიან ოფიციალური ვიზიტს დღეს დაიწყებს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მათივე ცნობით, დღეს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან, ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შედიან.

გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს 30 სექტემბერს დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგონა ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია