გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-ში.

ამასთან, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჯიმ რიში რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს და ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიადაპირისპირება სოფელ ყინწვისში – მოსახლეობა მამა ნაომის მიწის მიტაცებაში ადანაშაულებს