გიორგი გახარია ბრიფინგის რეჟიმში ჟურნალისტების კითხვებს აღარ უპასუხებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა პირველად გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.

შეიცვალა მამუკა ბახტაძის დროს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა მუდმივ ბრიფინგს და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას.

ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიფინგის რეჟიმში ჟურნალისტების კითხვებს აღარ უპასუხებს.

banner
წინა სტატიაშიNATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა