გიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მთავრობის მეთაური ადასტურებს მზადყოფნას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

“დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები თქვენი ლიდერობის პირობებში გააგრძელებს გაძლიერებას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ამ მიზნისკენ სავალ გზაზე”,- აღნიშნავს გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას და ჩვენს გეგმებს ევროპასთან მიმართებაში
შემდეგი სტატია„გულისამრევი და სამარცხვინოა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრის კუხიანიძის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან დაკავშირებით