გიორგი გახარია – ბოლო პერიოდში, ქართულ ოცნებას უჭირს კონკურენტებთან ოპონირება, და ძალიან ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას

ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ქართულმა ოცნებამ ბევრი უმნიშვნელოვანესი რეფორმა გაატარა, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქვეყანამ ბევრი მიმართულებით სერიოზული პროგრესი განიცადა, მე არ მინდა ახლა აქ ჩამოვთვალო, აი მედია თავისუფლებიდან დაწყებული… მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ქართულ ოცნებას უჭირს უკვე კონკურენტებთან ოპონირება, ძალიან ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას. აი სიტყვების დონეზე, ფრაზების დონეზე, ქმედებებზე არაფერს არ ვამბობ. აი ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ეს არის იმედგაცრუება. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში როდესაც ვთვლიდი, რომ ეს იყო ქვეყნისთვის განმსაზღვრელი მომენტი, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ავიღე პასუხისმგებლობა და გადავდექი და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი პოლიტიკოსისთვის არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცალა, უფრო ჭორაობას დაემსგავსა
შემდეგი სტატიაგახარია: „მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს“