გიორგი გახარია : ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელიც გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს

„ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი წლებია, მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCOV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორ გადანაწილდება და რას მოხმარდება ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩარიცხული 100 მილიონი და მთლიანად, ფონდში მობილიზებული თანხები, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს თანხები გამოყენებული იქნება პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„რა თქმა უნდა, როდესაც „კოვიდ 19“-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანმრთელობისა და ეკონომიკის ფრონტებზე. ყველა ეს რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ საერთოდ „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი წლებია, მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველს მოქალაქის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც ქვეყანას სისტემურად სჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა რაღაც პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე დარეკოთ 112-ზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ