გიორგი გახარია : ბევრი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, რეალურად, ენერგიით სავსე ადამიანი ყოველთვის შეძლებს, საქმე აკეთოს

ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ვაიმე, ტურისტი აღარ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.

მისი თქმით, ადამიანი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს სურვილი, ღირსება, საქმე გააკეთოს.

„მინდა, გავიხსენო, სამი წლის წინ ვიყავი აქ პირველად, გიორგისთან ერთად რომ გავიარეთ, პატარა ნერგები იყო. სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება, ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები.

ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში – ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ის ქენით. რეალურად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ადგილობრივი ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარ-ჩვევები გამოვიყენოთ და დაავადებისგან თავი დავიცვათ
შემდეგი სტატიააჭარაში გამოკვლეული 105 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა