გიორგი გახარია – აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება, გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად

აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება, ეს არის ორმხრივი თემა, რომელის გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად.

„რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას – აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, ეს არის ორმხრივი თემა, რომელის გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში15 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა
შემდეგი სტატიალია მუხაშავრია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები